დღეიდან ვაქცინაცია 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებსაც შეუძლიათ

25 მარტი 2021, 11:51 646 ნახვა

ფაიზერის ვაქცინა უკვე საქართველოშია. ქვეყანამ 30 ათასამდე დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო. მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა დღეიდან უკვე 65 წელს ზევით მოქალაქეებისთვისაცაა ხელმისაწვდომი, რომელთაც ექნებათ არჩევანის საშუალება ასტრაზენეკასა და ფაიზერის ვაქცინებს შორის, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია მალე 55 წლის ზევით ასაკის მოქალაქეებზეც გავრცელდეს. ამ დროისთვის საქართველო მსოფლიოს 135 ქვეყანას შორის ვაქცინაციის ტემპით და აცრილი ადამიანების რაოდენობით ბოლოდან მეათე ადგილზეა. საქართველოში დღემდე დაახლოებით 4 ათასამდე ადამიანი აიცრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი