ცხემლისი-დარგულას მიმართულებით მეწყერმ გზა ჩაკეტა, 15-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

25 მარტი 2021, 11:26 980 ნახვა

გასული დღეების განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა, მაღალმთიან აჭარაში, მეწყრული პროცესები გააქტიურა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის პრობლემური რჩება 2 უბანი, ეს არის ქედაში, მერისი-სიხალიძეების მიმართულებით და შუახევში, ცხემლისი-დარგულას მიმართულებით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ამ დროისთვის, საერთო ჩაკეტვა ფიქსირდება ცხემლისი-დარგულას მიმართულებით, სადაც დიდი მოცულობის ლოდი დაგორდა და აფეთქებითი სამუშაოებია საჭირო, რის გამოც 15-მდე ოჯახს საავტომობილო გზა არ აქვს.

"გასულ დღეებში მოსული უხვი ნალექის შედეგად მაღალმთიან აჭარაში განვითარდა მეწყრული პროცესები. ძირითადი ლოკაციები, სადაც ახლაც რჩება პრობლემური მონაკვეთები არის ქედაში, მერისი-სიხალიძეების მიმართულებით, შუახევში ცხემლისი-დარგულას მიმართულებით და ცივაძეები, ქარცივაძეების უბნის მიმართულებით. 

ქედაში, მერისის მიმართულებით ორმხრივად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და ვცდილობთ დღის ბოლომდე გავხსნათ მოძრაობა, თუმცა მოსახლეობა სარგებლობს შემოვლითი გზებით. ასევე მიმდინარეობს სამუშაოები ცივაძეებსა და დარგულაში, სადაც აფეთქებითი სამუშაოებია საჭირო, მოცურებულია დიდი მოცულობის ლოდი.

გარდა აღნიშნული ლოკაციებისა, ძალიან ბევრი, მცირე ზომის მეწყრული პროცესი იყო, რომლებიც გუშინ გავწმინდეთ და აღდგენილია მოძრაობა. საერთო ჩაკეტვა გვაქვს ცხემლისი-დარგულად მიმართულებით, სადაც მზადდება აფეთქებითი სამუშოები. ჩვენი ინფორმაციით გარესამყაროს მოწყვეტილია 15 ოჯახამდე, მათ ცალმხრივად საავტომობილო გზა არ აქვთ"-განაცხადა ზაზა შავაძემ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი