აჭარის მაღალმთიანეთში მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია 

24 მარტი 2021, 15:39 1355 ნახვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო გზებზე განვითარდა მეწყრული პროცესები. 

ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე მიმართულებით ნაწილობრივ შეზღუდულია, ხოლო სრულად შეზღუდულია შემდეგი მიმართულებები: ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარა-საციხური-გელაურას, შუახევის მუნიციპალიტეტში ცხემლისი-დარგულას, ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეების, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტში მერისი-სიხალიძეების საავტომობილო გზები.

უწყების ცნობით, ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ შემოვლითი გზებით. დღის ბოლომდე კი  ძირითად მიმართულებებზე აღდგება საავტომობილო მოძრაობა.

შემთხვევის ადგილზე 35 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი