ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მოკავშირეები საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდნენ

24 მარტი 2021, 11:54 694 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი და მისი მოკავშირეები ისრაელში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდნენ. ბი-ბი-სის ინფორმაციით,  პარტია „ლი კუდი“ და მისი მოკავშირეები სავარაუდოდ, ისრაელის 120-ადგილიან პარლამენტში 52 ან 53 ხმის მოპოვებას შეძლებენ, რაც უმრავლესობის მოსაპოვებლად არ არის საკმარისი. გამოცემა წერს, რომ ქვეყნის ოპოზიციური პარტიები დიდი ალბათობით, კოალიციის შექმნასა და უმრავლესობის მოპოვებას შეძლებენ. ოფიციალურ შედეგებს ქვეყნის საარჩევნო კომისია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს. ისრაელში ბოლო ორი წლის განმავლობაში საპარლამენტო არჩევნები მეოთხედ ჩატარდა. წინა არჩევნების დროს ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარლამენტში კოალიციის შექმნა შეძლო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში