ბათუმში მე-14 სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

24 მარტი 2021, 10:40 1024 ნახვა

ბათუმში მე-14 სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რისკები შეფასდა და არც ერთი კლასის ონლაინ რეჟიმზე გადასვლა საჭიროდ არ ჩაითვალა. 

პედაგოგი და ოჯახის წევრები იზოლაციაში იმყოფებიან.

''სამშაბათს დილით დამირეკა პედაგოგმა, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ასწავლის, ჰქონდა ტემპერატურა. აიღო კოვიდზე სწრაფი ტესტი და დადებითი პასუხი მოვიდა. ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით გადავიდა იზოლაციაში. მას  მოსწავლეებთან კონტაქტი რეგულაციების დაცვით ჰქონდა'' - აცხადებს სკოლის დირექტორი. 

მე-14 სკოლაში კოვიდის დაფიქსირების მეორე შემთხვევაა. რამდენიმე დღის წინ პირველი კლასის მოსწავლეები სწავლების ონლაინ პროცესზე გადავიდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი