სომხეთის გენშტაბის უფროსი არტაკ დავითიანი გახდა

22 მარტი 2021, 15:45 797 ნახვა

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი ხელმძღვანელი არტაკ დავთიანი გახდა. იგი პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა წარადგინა. პრემიერი არმიას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის  შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. პოლიტიკური კრიზისი სომხეთში 25 თებერვალს მას შემდეგ გამწვავდა, რაც სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას, მისი გადადგომის შესახებ, სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი