კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აჭარაში ამ დრომდე ჯამში 389 მედპერსონალი აიცრა, უახლოეს დღეებში აცრის მსურველი კი მხოლოდ 10-ია. ვაქცინაციის დღევანდელი სტატისტიკა ქვეყნის მასშტაბით ჯერ არ განახლებულა, 21 მარტის მონაცემით კი 3818 მედიკოსია აცრილი. ვაქცინაცია აჭარაში მხოლოდ ბათუმსა და ქობულეთში მიმდინარეობს. აცრის პუნქტები მაღალმთიანეთში დახურულია. რაც შეეხება ეპიდ ვითარებას, საქართველოში კოვიდ 19 ბოლო 24 საათში 170 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 9-ს აჭარაში. 10 კოვიდ ინფიცირებული გარდაიცვალა, 396 კი გამოჯანმრთელდა. ამ წუთებში იწყება იმუნიზაციის ექსპერტთა და ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, 14 საათზე უნდა გახდეს ცნობილი, სავარაუდოდ, ახალი გადაწყვეტილებები ვაქცინაციასთან დაკავშირებით.