ეკომიგრანტების რეგისტრაცია

21 მარტი 2021, 12:23 907 ნახვა

ხელვაჩაურში ეკომიგრანტი ოჯახების შესწავლა 1 მაისამდე გაგრძელდა. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტს  სტატუსის   მისაღებად 70-მდე ოჯახმა მიმართა. ხელვაჩაურის მერის ინფორმაციით ოჯახებს გეოლოგები და სტიქიის შემსწავლელი სპეციალური კომისია სწავლობს, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტში ახალი სოციალური სახლის მშენებლობა დაიწყება. ეკომიგრანტებმა საცხოვრებლით დასაკმაყოფილებლად განცხადებასთან ერთად , თან უნდა იქონიონ საცხოვრებელი სახლის ვიზუალურ საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა.

ასევე  სავალდებულოა რეგისტრაცია ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში  დარეგისტრირება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიურმა პროცესებმა გასული წლის ოქტომბერში ათობით ოჯახი დააზარალა, მათი ნაწილი ამ დრომდე ქირით ცხოვრობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი