სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 52 ვეტერინარული ობიექტი დააჯარიმა მათ შორის რამდენიმე აჭარაში, მათგან კი ორი ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო. აჭარის, შიდა ქართლის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, სახელმწიფო კონტროლი 83 ვეტერინარულ ობიექტში განხორციელდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით სახელმწიფო კონტროლი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ბათუმში ვეტ კლინიკებში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.