ფინეთი უკვე მეოთხე წელია, ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სიის სათავეშია - ყოველწლიური ანგარიში გაეროს დაფინანსებით დგება. სიაში მეორე დანიაა, მას შვეიცარია, ისლანდია და ნიდერლანდები მოსდევს.
ახალი ზელანდია ერთადერთი არაევროპული ქვეყანაა, რომელიც პირველ ათეულში მოხვდა. კვლევაში საქართველომ 108-ე ადგილი დაიკავა.