გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას საფრანგეთი მხარს დაუჭერს - მაკრონი

19 სექტემბერი 2025, 11:08 126 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტი ღაზაში ისრაელის გახანგრძლივებულ სამხედრო კამპანიას „კონტრპროდუქტიულს“ უწოდებს და ადასტურებს, რომ საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მხარს დაუჭერს. ემანუელ მაკრონის თქმით, ისრაელი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ზარალის მიყენებით სრულად ანადგურებს ქვეყნის იმიჯსა და სანდოობას.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პალესტინური სახელმწიფოს აღიარება ნიშნავს პალესტინელი ხალხის ლეგიტიმური პერსპექტივის აღიარებას და რასაც ისინი დღეს განიცდიან ეს „ჰამასთან“ არანაირ კავშირში არაა.

როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, საფრანგეთს სურს ორი სახელმწიფოს შექმნა იმ სამშვიდობო გეგმით, რომელსაც მომდევნო კვირაში ნიუ-იორკში წარადგენს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი