ABC-ზე ჯიმი კიმელის შოუ დაიხურა

18 სექტემბერი 2025, 14:01 59 ნახვა

ტელეკომპანია ეი-ბი-სიმ ჯიმი კიმელის საღამოს შოუ ეთერიდან მოხსნა. გადაწყვეტილება კიმელის მიერ ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.

ორშაბათს მონოლოგის დროს კიმელმა თქვა: „გასულ შაბათ-კვირას ახალ უმდაბლეს დონეს მივაღწიეთ - მაგას ჯგუფი სასოწარკვეთილად ცდილობდა ამ ბიჭისთვის, რომელმაც ჩარლი კირკი მოკლა, მიეცა ისეთი სახე, თითქოს ის არ ეკუთვნოდა მათ, და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ პოლიტიკური ქულები მოეპოვებინათ ამით“– განაცხადა კიმელმა.

ღამის შოუს წამყვანმა ასევე გააკრიტიკა დროშების ნახევრად დაშვება კირკის პატივსაცემად. 

ეი-ბი-სის გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა.

„ეს ამერიკისთვის შესანიშნავი ამბავია. რეიტინგების პრობლემების მქონე ჯიმი კიმელის შოუ გაუქმდა. ვულოცავ ეი-ბი-სი-ს, რომ მათ გამბედაობა ეყოთ ის გაეკეთებინათ, რაც აუცილებელი იყო“, - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი