პრემიერი: “მოწოდებული ვართ, რომ გამოსავალი ვიპოვოთ”

16 მარტი 2021, 15:14 544 ნახვა

„შარლ მიშელის ამოცანაა, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მუშაობა ერთად პარლამენტში გააგრძელონ“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს გუშინ ბრიუსელში ორჯერ შეხვდა. განმარტა, რომ ხელისუფლება მზად არის გამოსავალი იპოვოს, მაგრამ, როგორც აღნიშნა, არც ერთ შემთხვევაში ეს არ მოხდება სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე. მისივე თქმით, მზად არიან სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, რომელიც იქნება ყველასთვის მეტ-ნაკლებად მისაღები. ამასთან, პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ „ოპოზიცია გააგრძელებს კონსტრუქციულ დიალოგს“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში