კოვიდ ვაქცინით 668 მედიკოსი აიცრა

16 მარტი 2021, 12:25 758 ნახვა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა  საქართველოში ბოლო მონაცემებით 668 მედიკოსმა გაიკეთა.  ვაქცინაციის სპეციალურ პორტალზე  კი 4200-ზე მეტი  მედპერსონალია რეგისტრირებული. აჭარაში  რეგისტრირებული 200- მდე  მედიკოსიდან კი 80 -მდე  უკვე აიცრა. რაც შეეხება დღევანდელ ეპიდ მონაცემებს, ბოლო დღე-ღამეში  გამოკვლეული 29 652  ადამიანიდან კორონავირუსი   537-ს დაუდგინდა, 128 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 8 კოვიდ ინფიცირებული კი გარდაიცვალა.  ახალი შემთხვევების რაოდენობა აჭარაში კი 18 - ია .

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი