აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა

16 მარტი 2021, 10:59 673 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა დატოვა 10-მა პირმა.

ამ ეტაპზე საავადმყოფოებში იმყოფება 94 პაციენტი, მათგან 2 მართვით სუნთქვაზეა.

კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 25 პირი, ონლაინ კლინიკაში - 69.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი