მერკელის პარტია ადგილობრივ არჩევნებში დამარცხდა

15 მარტი 2021, 15:39 797 ნახვა

ანგელა მერკელის პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი” ქვეყნის ორ მნიშვნელოვან რეგიონში ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდა. მმართველი პარტიის რეიტინგის შემცირება მთავრობის მიერ პანდემიის არასათანადოდ მართვისა და პარტიის რამდენიმე დეპუტატის პირბადეების შესყიდვის კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობასთან დაკავშირებულმა სკანდალმა შეამცირა.  თავად ანგელა მერკელი, რომლის ბოლო ვადის დასრულებამდე სულ რაღაც 6 თვეა დარჩენილი, კვლავ პოპულარულია. თუმცა, აღნიშნულ ორ რეგიონში ჩატარებული არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ სექტემბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში  „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს” არცთუ ისე კარგი შანსები აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი