კოვიდ 19 - მედიკოსების ვაქცინაცია 15 მარტს იწყება

13 მარტი 2021, 15:08 830 ნახვა

ონლაინ პლატფორმაზე Booking.moh.gov.ge რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.  საიტზე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად დროისა და ადგილის დაჯავშნას შეძლებთ. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვისაა ხელმისაწვდომი.

ქვეყანაში უკვე შემოვიდა „ასტრაზენეკას“  43 ათას დოზაზე მეტი. აღნიშნულ ვაქცინის ხარისხთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობდა კითხვები.

დღეს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ჯანმო მიიღებს გადაწყვეტილებას რომ ასტრაზენეკათი ვაქცინაცია უნდა შეჩერდეს, შეჩერდება საქართველოშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი