არჩევნების მეორე ტური – წინასწარი შედეგები

31 ოქტომბერი 2016, 00:00 2011 ნახვა

ცესკოს  წინასწარი  მონაცემებით,  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“  48 მაჟორიტარულ ოლქში იმარჯვებს.  პროპორციულ არჩევნებში კი პარტიამ 67-ი მანდატი მოიპოვა. წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საკანონმდებლო ორგანოში 115 დეპუტატით შევა. 27 მანდატით იქნება წარმოდგენილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. პარლამენტში 6 დეპუტატი შეიყვანა “პატრიოტთა ალიანსმა. ერთი დეპუტატი ეყოლება “თოფაძე მრეწეველებს” და მე-9 მოწვევის პარლამენტში იქნება ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბუიშვილი.

ამავე კატეგორიაში