ასტრა-ზენეკა ევროპაში

12 მარტი 2021, 20:07 2847 ნახვა

ევროპის წამლების სააგენტო მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის უპირატესობა აღემატება ვაქცინაციით გამოწვეულ რისკებს და ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია. ამის შესახებ საუბარია ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებაში.

უწყების განცხადებით, სააგენტომ იცის დანიის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც უკავშირდება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების შეჩერებას მას შემდეგ, რაც ამ კომპანიის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შედეგად, თრომბის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან ერთი ლეტალური შედეგით დასრულდა.

რისკების შეფასების კომიტეტმა უკვე დაიწყო ყველა შემთხვევის შესწავლა ადამიანებში თრომბების წარმოქმნასთან დაკავშირებით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი