,,ტვ პირველმა“ სამართლებრივი დავა დაიწყო და სარჩელიც შეიტანეს სააპელაციო სასამართლოში. არხის ადვოკატი ამბობს, რომ ჯერ კიდევ ძალაშია მოსამართლის განჩინება, რომლითაც პროკურატურას ეძლება უფლება ,,ტელეკომპანია პირველში“ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატაროს. ამ განჩინებას კი იურისტის თქმით, 9 აპრილამდე აქვს ვადა, მის გაუქმებამდე კი სამართლებრივად საკითხი დღის წესრიგიდან ვერ მოიხსნება.