ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედ ფინალში ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა.პირველი სეტი ფედერერმა 6:3 მოიგო, მეორე ბასილაშვილმა 6:1, გადამწყვეტ სეტში კი ნიკოლოზ ბასილაშვილმა 7:5 იმარჯვა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ნახევარფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიტცი შეხვდება. ქართველმა ჩოგანმა მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა და გამარჯვებას ასრულებული ოცნება უწოდა.