მედიაციის პროცესს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონი ოპოზიციასთან გააგრძელებს. დაგეგმილია ინდივიდუალური შეხვედრები ევროპის საბჭოს ოფისში. ოპოზიციას იმედი აქვს, რომ პოზიციების დასაახლოვლებლად ახლა რეალური შესაძლებლობაა და არ კარგავენ იმედს, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება ქართულ ოცნებას მოუწევს. საბოლოოდ რა შედეგით დასრულდება შარლ მიშელის წარმომადენლის ჩამოსვლა თბილისში, სავარაუდოდ, ხვალ გაირკვევა, რადგან კრისტიან დანიელსონი უნდა შეხვდეს ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც.