რუმინეთის ნაპირებთან კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი მშრალი ტვირთმზიდი ჩაიძირა. ხომალდის მფლობელი უკრაინული კომპანია „სიტრანს კო ელტედე-ნიკოლაევია“. სანაპირო დაცვის სამსახურმა 10 ადამიანი გადაარჩინეს, ორი დაიღუპა, ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრის სამძებრო ოპერაცია გრძელდება. წინასწარი მონაცემებით, ხომალდის ჩაძირვის მიზეზი უამინდობა გახდა. მშრალი ტვირთმზიდი დღეს კონსტანცაში უნდა შესულიყო.