ე.წ იაფ სახლში თვითნებურად შესახებულების მდგომარეობას კომისია ორშაბათიდან შეისწავლის

11 მარტი 2021, 11:49 1151 ნახვა

სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა ე.წ. იაფი სახლის ერთ-ერთი კორპუსის ეზო გვიან ღამით დატოვეს. ჯანდაცვის  მინისტრის მოადგილე სოციალურ მუშაკებთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში მართავდა მოლაპარაკებებს  ერთ  ოჯახთან, რომელიც შენობის შიგნით იმყოფებოდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მას ქირით გაყვანის პირობა მისცა. რაც შეეხება  სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, მათი განცხადებით, არ აქვთ საცხოვრებელი  სახლი და შემოსავალი, ითხოვენ თავშესაფარს. მათ მდგომარეობას  სამინისტრო ორშაბათიდან შეისწავლის. ფართები დაკანონების მიზნით  40-მდე  სოციალურად დაუცველი ოჯახი ბათუმის მერიის  პროგრამის  ფარგლებში აშენებულ ე.წ. იაფი სახლის  ერთ-ერთ კორპუსში შეიჭრა. სამართალდამცავებმა შენობა მათ ძალის გამოყენებეით დაატოვებინეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი