ქალთა საერთაშორისო დღე „ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარებს მიულოცეს

08 მარტი 2021, 15:21 771 ნახვა

„მიყვარხარ", "გაბედე", "იმოქმედე", "ირწმუნე", "წარსული უკან დატოვე და წინსვლა განაგრძე"- ამ სლოგანით, ქალთა საერთაშორისო დღე  მიულოცეს ორგანიზაცია "ღირსეული სიბერეში" გაწევრიანებულ ბენეფიციარებს ქობულეთის პროფესიული კოლეჯის და "ახალგაზრდული კლუბის" წევრებმა. სტუდენტებმა მათ თაიგულები და მისალოცი ბარათები გადასცეს.  პროექტის მონაწილეები ქუჩაში მსვლელობასაც გეგმავენ და 8 მარტს გამვლელებს მიულოცავენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში