თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბათუმის მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა. პანდემიის შემდეგ ხელოვნების მუზეუმი ქალ მხატვართა ნამუშევრებს მასპინძლობს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თანამედროვე ქართველი, უკრაინელი და პოლონელი 15 ავტორის 17 ფერწერული ნამუშევარი. მსურველებს ხელოვნების მუზეუმის კოლექციის დათვალიერება რეგულაციების დაცვით 27 მარტამდე შეეძლებათ.