ბათუმში, დემეტრე თავდადებულისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომობილი ამოყირავდა.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავტოავარიისა და დაშავებულების შესახებ მათთან ინფორმაცია არ შესულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევაზე ადმინისტრაციული მოკვლევა დაიწყო.