საქართველოში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

02 მარტი 2021, 10:59 917 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან 163 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მაშტაბით ჩატარდა 22 900 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 895, „პისიარ“ ტესტით – 6 005.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 461 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 250 შემთხვევა, აჭარა – 7, იმერეთი – 57, ქვემო ქართლი – 12, შიდა ქართლი – 35, გურია – 30, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30, კახეთი – 29, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი – 2,01% ბოლო 14 დღის – 1,78%, ბოლო შვიდი დღის – 1,4%.

კარანტინის რეჟიმშია 237, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 471 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 149 პირი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 271 379 შემთხვევაა  მათგან 265 686 გამოჯანმრთელდა, 3 532 კი, გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი