ქობულეთის N2 საბავშო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დღეს, ვერ განახლდა. მიზეზი კორონავირუსია.
"ქობულეთის ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ შაბათს 596 თანამშრომელს PCR ტესტირება ჩაუტარდა, პასუხების თანახმად კი მეორე საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. სააღმზრდელო დაწესებულება დღეს არ გაიხსნა და ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ამის შესახებ მშობლებს შეტყობინებები გავუგზავნეთ და ისინი ინფორმირებულები არიან. დანარჩენ 28 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი განახლდა და სწრებადობაც მაღალია, დაახლოებით 70%. საბავშო ბაღში ბავშვების მოყვანა ხდება რეგულაციების დაცვით, ყველამ იცის ზუსტი დრო როდის უნდა მოიყვანოს, რომ არ მოხდეს ბევრი მათგანის გადაკვეთა. შესვლისას ბავშვი გაივლის დეზობარიერს და თერმოსკრინინგს, სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში კი არის საიზოლაციო ოთახი" - აცხადებს ქობულეთის საბავშო ბაღების გაერთიანების დირექტორი ია ხალვაში.
საბავშვო ბაღები გახსნამდე, შრომის ინსპექციამ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა.
მე-2 საბავშვო ბაღში სადაც კოვიდი დაფიქსირდა, 169 აღსაზრდელია და 29 აღმზრდელ-პედაგოგია.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 29-საბავშო ბაღია, აქედან 3 კერძოა.