დღეიდან საბავშო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი აღდგა. სკოლამდელ დაწესებულებებს ფუნქციონირება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მოუწევთ.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, გახსნამდე საბავშო ბაღებში განხორციელდა დეზინფექციისა და გენერალური დალაგების სამუშაოები.
ბაღის სრულ პერსონალს ჩაუტარდება სწრაფი ტესტით შემოწმება, ხოლო 20% PCR ტესტით გაიტესტება.