ქვეყანაში არსებულმა კოვიდ ვითარებამ სახელმწიფოს მისცა შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობა. ხვალიდან მუშაობას აღადგენენ კერძო და საბავშვო ბაღები თუმცა რეგულაციების დაცვით.
ყველა მშობელს ინდივიდუალურად განესაზღვრა ბაღში ბავშვის მიყვანის დრო. თანამშრომლები ვალდებულნი იქნებიან ატარონ პირბადე, სადეზინფექციო სამუშაოები კი დაწესებულებაში ხშირად უნდა ჩატარდეს.