კვლავ შემცირებულია კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი ბოლო 24 საათში ქვეყანაში. დღე-ღამეში ჩატარებული 27 885 კვლევიდან ვირუსი 248 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის აჭარაში გვაქვს 16 ახალი შემთხვევა.
27 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 0.89 %-ია. საქართველოში კორონავირუსს კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.