საბავშვო ბაღების გახსნისთვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს შუახევში. დღეს მუნიციპალიტეტის მერიამ ბაგა-ბაღების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ შუახევში სააღმზრდელო პროცესის განახლებისთვის ყველა საბავშვო ბაღი მზადაა. რაც შეეხება ალტერნატიულ ბაგა-ბაღებს, აქ მეცადინეობა 15 მარტს განახლდება.