ეპიდვითარება სკოლებში

27 თებერვალი 2021, 15:20 1597 ნახვა
00:00
00:00

მთელი საქართველოს მასშტაბით სწავლის დაწყებიდან დღემდე  სკოლებში ახალი კორონავირუსი მოსწავლეების 0,1% დაუდასტურდა, ხოლო პედაგოგებში 0,03%-ს. მიმდინარე კვირაში კი სწავლის დისტანციურ რეჟიმზე  სრულად 11 სკოლა და 109 ცალკეული კლასი გადავიდა.

მათ შორის სრულად დისტანციურ სწავლების რეჟიმზეა გადასული აჭარაში 3 სკოლაა,  ორი საჯარო სკოლა ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული სასწავლო დაწესებულებებია, ერთი კი ცინარეთის საჯარო სკოლა იყო, თუმცა აქ  სასწავლო პროცესი კლასებში განახლდა. ცნობისთვის სწავლის დაწყებიდან დღემდე აჭარაში ვირუსი 15 პედაგოგს დაუდასტურდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში