ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით მოძრავმა საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მოძრაობა განაახლა. მგზავრთა ნაკადის სიმცირის გამო 32 მიკრო ავტობუსიდან, ამ დროისთვის 12-მდე სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს.
რაც შეეხება ტარიფებს, მგზავრობა ისევ 2-ლარს შეადგენს, თუმცა ბათუმი - ქობულეთის სამარშუტო ხაზის დირექტორი აცხადებს, რომ თუ საწვავზე ფასი გაიზრდება შესაძლოა მგზავრობის ღირებულებამაც მოამატოს. ცნობისთვის შაბათ-კვირას მუშაობა განაახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა.