პარლამენტთან ამ დროისთვის 11 კარავია გაშლილი. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ ღამე კარვებში გაათენა. მათივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოსთან კარვების რაოდენობა გაიზრდება და არ გამორიცხავენ, რომ კარვები რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზეც განთავსდეს.
ცნობისთვის, გუშინ, პარლამენტის წინ ოპოზიციამ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია და მსვლელობა სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ გაიმართა.