შეზღუდვების შემსუბუქების და ეკონომიკის გახსნის შესახებ ისაუბრეს დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით,მნიშვნელოვანია სტაბილური ეპიდვითარების შენარჩუნება, რადგან მასზეა დამოკიდებული ეკონომიკის დარჩენილი სექტორების და ასევე ტურიზმის აღდგენაც. მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, მარტი-აპრილისთვის კერძო სექტორის ჩართულობით შესაძლებელია ტურისტების პირველი ნაკადის მიღება.