აჭარაში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა

26 თებერვალი 2021, 10:47 811 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით კლინიკებში მკურნალობს 165 პაციენტი, მძიმეა 33-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 8 პირი.

აჭარის მასშტაბით კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 54 პირი, საკარანტინე სივრცეებშია 86, თვითიზოლაციაში იმყოფება 443.

ინფორმაციას  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში