გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
გამოჯანმრთელდა 35 პაციენტი და კლინიკა დატოვა 15-მა.
ამ ეტაპზე კრიტიკულია 5 პაციენტის მდგომარეობა.
რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 115 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში - 69, ონლაინ კლინიკაში - 126.