ადვოკატები ამ დრომდე არკვევენ სად გადაიყვანეს ნიკა მელია 

23 თებერვალი 2021, 09:40 722 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერი ნიკა მელია პოლიციამ დაახლოებით ერთი საათის წინ დააკავა. ის შენობიდან სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა გამოიყვანეს და ტერიტორია სპეციალური ავტომობილით დატოვეს.

ნიკა მელიას ადვოკატები ამ დრომდე აზუსტებენ სად გადაიყვანეს ოპოზიციის ლიდერი. 

ნიკა მელიას ოფისში სამართალდამცავები გამთენიისას გამოჩნდნენ. პოლიციამ ენმ-ს ოფისი ალყაში მოაქცია. სპეცრაზმელები ოფისის სახურავზე სახანძრო მანქანის კიბის საშუალებით ადიოდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი