სადაც არ უნდა იყოს, მართლმსაჯულებას ვერ დაემალება - ღარიბაშვილი ნიკა მელიაზე 

22 თებერვალი 2021, 15:08 860 ნახვა

ნიკა მელია და ნებისმიერი, გვარს არ აქვს მნიშვნელობა, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების შეკითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.

მინდა, კიდევ ერთხელ სრული გულწრფელობით აღვნიშნო, ჩვენ არავის დაჭერა და არავის დასჯა არ გვიხარია. ისე ნუ ჩათვლიან, რომ ვიღაცეების დაჭერაზე ვართ მხოლოდ ორიენტირებული და ამაზე ვართ ჩასაფრებული. კანონი უნდა აღსრულდეს და კანონი აღსრულდება, როგორც წესია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, დაბრუნდნენ კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში. 

ბატონი მელია, არის გასამართლებული, მას მიესაჯა კონკრეტული სასჯელი "ბანკი ქართუს" საქმეზე. ამაშიც გამოჩნდა ჩვენი ჰუმანური პოლიტიკა და ყოფილი თავმჯდომარის ივანიშვილის დამოკიდებულება საკითხებისადმი. თუ არ ვცდები, მას პირობითი სასჯელი მიესაჯა და ჯარიმა, რომელიც მან გადაიხადა. ანუ, ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი.

ეს კრიმინალი, გამოაცხადეს ახლა პარტიის თავმჯდომარედ ორი თუ სამი თვის წინ და გვეუბნებიან, რომ მან იმ მძიმე დანაშაულზე, რომელიც ჩაიდინა სავარაუდოდ, რომელსაც იძიებს შსს და პროკურატურა, ვგულისხმობ პარლამენტზე შტურმის ორგანიზების და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობას, გვეუბნებიან, რომ თურმე არ უნდა შევეხოთ ბატონ მელიას.

მე ვეკითხები ყველას, რომელ ქვეყანაში გინახავთ, ასეთი ტიპის მსგავსი დანაშაულებისთვის, ადამიანებს ინდულგენციებს აძლევდნენ'' - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი