აჭარაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - 22 თებერვალი 

22 თებერვალი 2021, 11:02 938 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 21 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში covid-19 სულ 35 419 მოქალაქემ დაამარცხა. 

21 თებერვალს  კლინიკა დატოვა ორმა პაციენტმა. 

 ამ ეტაპზე  რეგიონის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 194 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტია 38, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 8 პირი.

207 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 117 - თბილისში, 77 - აჭარაში. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 318 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 104, ხოლო აჭარაში - 94.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 937 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 767 პირი, აჭარაში - 515.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი