ლერმონტოვის ქუჩაზე დაზიანებულ წყლის მილს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა და წყლის მიწოდება აღუდგა გრიბოედოვის, მელიქიშვილის, ჭავჭავაძისა და გორგილაძის ქუჩის აბონენტებს. „ბათუმის წყალში“ წყლის მილის დაზიანებას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.
ლერმონტოვის ქუჩაზე, წყლის ძლიერი ჭავლის გამო დაზარალებული მოქალაქეების ზარალს კომისია შეისწავლის -განაცხადა „ბათუმის წყლის „ გენერალურმა დირექტორმა. გუშინ , ლერმონტოვის ქუჩაზე, წყლის მილი დაზიანდა, რის გამოც წყლის ძლიერმა ჭავლმა დააზიანა ავტომობილები და მიმდებარე ობიექტები , ასევე დაიტბორა ლერმონტოვის ქუჩა.