სოციალური დაცვის მიმართულებით პროგრამებში სიახლეა. მატერიალური დახმარების პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარები ყოველთვიურ დახმარებას გაზრდილი ოდენობით მიიღებენ. -ინფორმაცია ბათუმის მერიამ მოგვაწოდა. მათი ცნობით 0-დან 1 წლამდე 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიურად დახმარებას 60 ლარის ნაცვლად 90 ლარს მიიღებენ. ამავე სარეიტინგო ქულის მქონე 1-დან 2 წლამდე ბავშვები კი 50 ლარს. ბათუმის მერია სოციალური დაცვის მიმართულებით დაახლოებით ჯამში 10-მდე პროგრამას ახორციელებს. დამატებითი ინფორმაციის მისღებად შეგიძლიათ დარეკოთ ცხელი ხაზზე: 0 800 000 810.