თოვლს პრობლემები არ შეუმქნია

18 თებერვალი 2021, 14:26 1258 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში თოვს. თოვლის საფარი მაღალი  ზონის სოფლებში 40  სმ-ს აღწევს. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით გადაადგილება მაღალი ტიპის ტრანსპორტისთვის შეზღუდული არ არის, ვინაიდან  გაწმენდითი სამუშაოები  მიმდინარეობს.  მათივე განმარტებით, 12 ერთეული ტექნიკა თემებში მისასვლელ გზებს ამ წუთებშიც წმენდს. პარალელურად მიმდინარეობს მოცურების საწინააღმდეგო ღონისძიებებიც. გზები იწმინდება შუახევშიც. ამ დროისთვის თოვლს მაღალმთიანეთში პრობლემები არ შეუმქნია. შეზღუდვები არ არის ენერგო მომარაგებაშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი