მზადება მეორე ტურისთვის

29 ოქტომბერი 2016, 00:00 3433 ნახვა

ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურისთვის მზადაა. ბიულეტენები და ყველა საჭირო ინვენტარი  უბნებზე დღის განმავლობაში დარიგდება. 71-ე მაჟორიტარულ ოლქში სულ 48 უბანია, რეგისტრირებული  ამომრჩეველი  კი  49 ათას 324. საუბნო კომისიებიდან  ყველა  წარმომადგენელი  გაიწვი პარტია “ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობამ”,  ხოლო 12 წევრი “-თავისუფალმა დემოკრატებმა”. ვაკანსიები საოლქო კომისიამ კონკურსის წესით შეავსო. 71-ე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის საქართველოს პარლამენტში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” -ჯანო ჯინჭარაძე, ხოლო “ქართული ოცნებიდან” კობა ნაკაიძე იბრძოლებენ. აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატის მანდატის მოპოვებას კი ქართული ოცნებიდან -გიორგი რომანაძე, ხოლო ნაციონალური მოძრაობიდან მამული სურმანიძე შეეცდებიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი