სტრუქტურული ცვლილებები ევროპულ საქართველოში

12 თებერვალი 2021, 15:04 982 ნახვა

რა საკადრო ცვლილებები განხორციელდება “ევროპულ საქართველოში,” პარტიაში ამაზე ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ, თუმცა ადასტურებენ მოსალოდნელ რეორგანიზაციას.

პარტიის ლიდერები შეხვედრას მართავენ, როგორც განმარტეს, შეიკრიბა არა პოლიტსაბჭო, არამედ არაფორმალური შეხვედრა იმართება.

მთავარი გადაწყვეტილებების თაობაზე ინფორმაციას კი, როგორც თქვეს, დათო ბაქრაძე გააცნობს მედიას, რომლის მიერ პარტიის სავარაუდოდ დატოვების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ვრცელდებოდა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი