მიანმარში მომიტინგეების დასაშლელად ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს

12 თებერვალი 2021, 14:03 703 ნახვა

მიანმარის  სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების  წინააღმდეგ გამართული სპროტესტო აქცია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაშალეს.  დაკავებულია 14 ადამიანი.

ადგილობრივი მედიის მონაცემებით, ქალაქ  მოლამიანის უნივერსტიტეტთან მომიტინგეთა დასაშლელად  წესრიგისდამცველებმა 6-ჯერ ისროლეს. სტუდენტები და მასწავლებლები მიანმარის სამოქალაქო დამოურჩილებლობის მოძრაობას შეუერთდნენ. 

პირველ თებევალს მიანმარის სამხედრო მაღალჩინოსნებმა  ქვეყნის ხელისუფლების ჩამოგდების და ერთი წლით საგანგებო მდგომარეობის  გამოცხადების შესახებ განაცხადეს. სახელმწიფო გადატრიალების საბაბად  კი  2020 წლის ნოემბრის  არჩევნებზე მასშტაბური გაყალბები დაასახელეს.

სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ქვეყნის მრავალ ქალაქში ზედიზედ  7 დღე გრძელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი