ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 39 პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში COVID-19 35 055 ადამიანმა დაამარცხა.
კლინიკა დატოვა 15-მა მოქალაქემ. სამედიცინო დაწესებულებაში კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 4 პაციენტი.
კოვიდმიმღებ კლინიკაში მკურნალობს 158 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში - 132 პირი, ხოლო ონლაინ კლინიკაში - 139 მოქალაქე რჩება.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 884 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 539 პირი, აჭარაში - 684.