ხულოში, სოფელ ქვემო ვაშლოვანში ხანძარია. ცეცხლი ორსართულიან სახლს გაუჩნდა.
სახანძრო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებიც ამ წუთებშიც მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.